რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება ის „დელტასგან“. Euronews-ის მიმოხილვა

Euronews-ი სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარეს, ანჟელიკა კუტზის კორონავირუსის ახალი, „ომიკრონი“ ვარიანტისა და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ ესაუბრა.

ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პაციენტების უმრავლესობაში შენიშნა სიმპტომი, რომელიც „დელტა“ ვარიანტისთვის დომინანტური არაა.

ის ამ შტამით ინფიცირებულ 30-მდე პაციენტს მკურნალობდა და დაადგინა, რომ მათში ყველაზე გავრცელებული სიმპტომი იყო ძლიერი დაღლილობის შეგრძნება. კუტზის თქმით, თავის ტკივილი მსუბუქი ფორმით ვლინდება, ასევე, აღსანიშნავია ყელის ტკივილიც.

ამასთან, მის მიერ შესწავლილი პაციენტებიდან, „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებულებისგან განსხვავებით, არცერთს არ დაუკარგავს გემოს შეგრძნება ან ყნოსვა. გარდა ამისა, არცერთ პაციენტში არ გამოვლენილა ჟანგბადის დონის მკვეთრი ვარდნა.

მეცნიერები შიშობენ, რომ ახალი ვარიანტის შემთხვევაში, შესაძლოა, არსებული კოვიდვაქცინები ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდეს.

რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს. 28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.

BioNTech-მა, Moderna-მ და Johnson & Johnson-მა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებულ ვაქცინებზე მუშაობა დაიწყეს იმ შემთხვევისთვის, თუ არსებული ვაქცინები ახალი კორონავირუსის ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური არ იქნება.

121 ნახვა
desktop
mobile catfish