სწრაფი ტესტი ახალ შტამს, ომიკრონს ვერ ამოიცნობს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწრაფი ტესტი კორონავირუსის ახალ შტამს, ომიკრონს ვერ ამოიცნობს. როგორც გამყრელიძე ინტერპრესნიუსთან განმარტავს, უკვე არსებობს PCR ტესტი, რომელიც ამ შტამის ამოცნობას შეძლებს, თუმცა ტესტირება ახალი შტამის საბოლოო იდენტიფიცირებისთვის საკმარისი არაა.

“სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს ახალ შტამს, ომიკრონს. ახალ შტამზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია ზოგიერთი PCR მეთოდით, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება და სამ გენზე მუშაობს. ახალი შტამის, ომიკრონის ამოცნობა სპეციალური პისიარით ხდება. ხვალ ან ზეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ექნებათ ლუგარის თანამშრომლებს კონსულტაცია. უკვე არის გარკვეული სპეციფიური პისიარი, რომელიც ჩვენ გვაქვს დელტა და ალფა შტამზე და მის იდენტიფიცირებას ვახდენთ […]

სპეციფიური პისიარი, დიდი ალბათობით ამბობს, რომ საქმე გვაქვს ომიკრომის შტამთან, თუმცა, საბოლოოდ, მისი იდენტიფიცირება ხდება ვირუსის გენომის სეკვენირებით, დაშლით, რომელსაც ვაკეთებთ სხვა შტამების იდენტიფიცირებისას”, — აცხადებს ის.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ომიკრონი სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა. ომიკრონის გამო ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ფრენები აკრძალეს. რეგულაციები დაწესდა საქართველოშიც. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 8 ქვეყნიდან შემოსულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

როგორც გუშინ, 30 ნოემბერს დაავადებათა კონტოროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც შემოაღწევს, თუმცა მისი თქმით, დაახლოებით, ერთი თვე მაინც აქვთ, რათა ახალი ვარიანტი შეისწავლონ.

41 ნახვა
desktop
mobile catfish