რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 12 წლის გოგონა გადმოვარდა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 12 წლის გოგონა გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ ღამით, მე-12 მიკრორაიონში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გოგონა აივანზე იყო გასული და სარეცხს ფენდა. დაცემის შედეგად, მან გარკვეული დაზიანებები მიიღო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, კონტაქტურ მდგომარეობაში კლინიკა „რუსთავში” მიიყვანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” კლინიკაში განუცხადეს, 12 წლის მოზარდს ჩაუტარდა კვლევები და გოგონა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს.

48 ნახვა
desktop
mobile catfish