რომელი ობიექტები შეძლებენ „მწვანე სერტიფიკატის“ მიღებას – ბექა ფერაძის განმარტება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მწვანე სერტიფიკატი მიენიჭება ობიექტს, რომელზეც დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა იქნება აცრილი. თუმცა, მისივე თქმით, ეს პროცენტობა კიდევ დაზუსტდება, რადგან დღეს დაახლოებით 80%-ზეა საუბარი.

„ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოთხოვნები არა მხოლოდ ვიზიტორის მიმართ არსებობდეს, არამედ თავად ვიზიტორსაც შეეძლოს უსაფრთხო და მწვანე ობიექტის არჩევა. თუ გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახავთ, რომ ობიექტი არ ნერგავს ამ მექანიზმს, მოგვიწევს სანქციების გატარება. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არაა სადამსჯელო მექანიზმი. მწვანე პასპორტებისა და ზონების კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ეს სასარგებლოა ბიზნესისთვის, რამეთუ მთავრობას არ მოუწევს შეზღუდვების დაწესებაზე ფიქრი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია კომპანიებისა და მოქალაქეების ჩართულობა ამ პროცესში. მწვანე სტატუსს ობიექტებს ჯანდაცვის სამინისტრო მიანიჭებს. მარტივი რეგისტრაციის შემდეგ ჩვენ მივანიჭებთ ობიექტს მწვანე სერტიფიკატს. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და ალბათ მომდევნო კვირაში გავმართავთ პრეზენტაციას“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

37 ნახვა
desktop
mobile catfish