საქართველოში 1 674 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1 674 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 379 პირი იმყოფება. მათგან თბილისში – 208, აჭარაში – 43, იმერეთში – 32. 1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 705 – თბილისში, 253 – აჭარაში. 37 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 853 833 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 796 453, გარდაიცვალა 12 191 პაციენტი.

TV Trialeti

TV Trialeti

%d bloggers like this: