პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა
9 წუთის წინ

მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა

მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქს, ბელგრადს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილს, დელეგაციასთან ერთად, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი „სერბეთის სასახლეში" უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ალექსანდარ ვუჩიჩის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ჯურო მატუცისთან და ეროვნული კრების თავმჯდომარესთან, ანა ბრნაბიჩთან.

„საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები