„მეგობარი აქტის“ კანონპროექტს ვეწინააღმდეგები და მოვუწოდებ ყველას, ასე მოიქცეს, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა უორენ დევიდსონმა წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ განხილვაზე განაცხადა.
„ეს არის მცდარი მიმართულების კანონპროექტი. ჩვენმა კოლეგებმა უარი უნდა თქვან ამაზე. ამერიკელმა ხალხმა არ გამოგვგზავნა აქ იმისთვის, რომ ამერიკის უსაფრთხოების ფარი მსოფლიოს მეტ ნაწილზე გავავრცელოთ. ჩვენ არ გვჭირდება, ჩავერთოთ ყველა კონფლიქტში, რომელშიც გვიწვევენ და რა თქმა უნდა, არ გვჭირდება დამატებითი კონფლიქტების ძიება. ჩვენ შეგვიძლია, საქართველოს ხალხს წარმატება ვუსურვოთ ისე, რომ არ გავაფართოვოთ ჩვენი ვალდებულება, ვიყოთ ევროპის თავდაცვითი ძალა. ჩვენ გვაქვს „ცარიელი ჩეკი“, დავიცვათ ქვეყნები, რომლებიც, უნდა ვაღიაროთ, საქართველოს მსგავსად, ვერ ახერხებენ საკუთარი თავის სათანადოდ დაცვას რუსეთისგან, მაშინ, როცა ისინი თავიანთი მშპ-ის ორ პროცენტსაც კი არ ხარჯავენ თავდაცვაზე. არსებულ სიტუაციაში ეს არის მინიმალური მოთხოვნა ნატო-ში გაწევრიანებისთვის. მათ ვერ დავადანაშაულებთ იმის ფიქრში, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგან თვით უდიდესი ქვეყნებიც კი, როგორიცაა გერმანია, ისტორიულად ამ ზღვარს ვერ აღწევდნენ, მაგრამ მათი ეკონომიკა არც ისე დიდია. ასე რომ, თუნდაც მეტს ხარჯავდნენ, ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. ეს არის არასწორი მიდგომა ეროვნული უსაფრთხოებისადმი და ეს ასევე უფრო აქვეითებს ჩვენი სანქციების რეჟიმის ეფექტურობას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საშინელი იდეა. მე, ჩემი ამომრჩევლები, ვფიქრობთ, რატომ ვაკეთებთ ამას იმ საქმეების ნაცვლად, რომლებზეც ჩვენ კამპანია ვაწარმოეთ. იმედი მაქვს, რომ ყურადღება გამახვილდება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. ამ კანონპროექტს ვეწინააღმდეგები და მოვუწოდებ ყველას, ასე მოიქცეს“, – განაცხადა უორენ დევიდსონმა.