უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა, - ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.
ორგანიზაციები მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის „ევროპული არჩევნისა და საქართველოს კონსტიტუციის საბოტაჟი“.
„15 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა ივანიშვილის ხელისუფლებას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება. წერილი ასახავს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში არსებული მდგომარეობის - დემოკრატიული უკუსვლის, სამართლებრივი სტანდარტების დარღვევისა და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფის გამო.
ჩვენ, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით ევროკავშირის მიერ დასმულ სამართლიან კითხვებს და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ:
მივიჩნევთ, რომ ევროკავშირის მხრიდან მსგავსი გაფრთხილება სიგნალია როგორც ივანიშვილის მთავრობის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის: ჩვენთვის ცხადია, რომ ევროპული ოჯახი არ შეეგუება დემოკრატიული ფასეულობების იგნორირებას. ეს არის ბოლო გაფრთხილება იმ დესტრუქციული კურსის შესაცვლელად, რომელიც ევროპისგან გვაშორებს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე როგორც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რჩება საქართველოს ევროინტეგრაციის ურყევ მხარდამჭერად. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ფასეულობებისთვის, რომლებიც ევროპასთან გვაკავშირებს არა მხოლოდ დოკუმენტურად, არამედ არსობრივად — თავისუფლების, ღირსებისა და კანონის უზენაესობის საფუძველზე.
მოვუწოდებთ ივანიშვილს, შეწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული არჩევნისა და საქართველოს კონსტიტუციის საბოტაჟი”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
1.ასოციაცია "სოციალური ქოლგა"
2.აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
3.აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
4.ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის
5.განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
6.გორელ ფოტოგრაფთა კლუბი - გორის ხელოვნების სახლი
7.დემოკრატიის კვლევის ცენტრი
8.დემოკრატიის მცველები
9.ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
10.ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
11.ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
12.ლომეკი
13.მედიაომბუდსმენი
14.პრევენცია პროგრესისთვის
15.პროფესიო - პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
16.ჟურნალისტთა კავშირი "ხალხის ხმა"
17.საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
18.სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
19.სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
20.საორსა
21.საფარი
22.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
23.საქართველოს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაცია
24.საქართველოს ევროპული ორბიტა
25.საქართველოს ფსიქო სოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
26.საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
27.ტოლერანტობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი
28.უფლებები საქართველო
29.ქალები რეგიონის განვითარებისთვის
30.ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი და სამყარო"
31.შშმ ქალთა ალიანსი
32.წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT
33.DOCA დოკუმენტური კინოს ასოციაცია
34.ENPUD -ფენიქსი 2009
35.Femina
36.Start now
37.WeResearch