პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებულ გირაოს გადაიხდის
9 წუთის წინ

გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებულ გირაოს გადაიხდის

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე 50 000-ლარიან გირაოს გადაიხდის. ამის შესახებ “პალიტრანიუსს” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, პარტიის პოლიტსაბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაშაძემ აღნიშნული გირაო გადაიხადოს.

გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეეფარდა. სასამართლომ ვაშაძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.

ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები