პაატა იმნაძე: მოვუწოდებ ჩემი თაობის ადამიანებს, რომ აიცრან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„რეკომენდაციები იგივე რჩება, თუ გვინდა ინფიცირებისგან თავის დაცვა, ეს არის, პირველ ყოვლისა, პირბადე, თუ გვინდა დაავადებისგან დაცვა, ეს არის ვაქცინა. რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, თუ გავითვალისწინებთ იმ წახალისებას, რომელიც დაწესდა 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ამ მაჩვენებელმა მოიმატა. სამწუხაროდ, ჩვენი სტატისტიკითაც ცნობილია, რომ გარდაცვლილების 85 პროცენტი არის 60 წელს გადაცილებული ადამიანები, ამიტომ მათთვის ვაქცინაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, გაითვალისწინონ წახალისება, რაც მათთვის არის. მოვუწოდებ ჩემი თაობის ადამიანებს, რომ აიცრან“, – განაცხადა იმნაძემ.

51 ნახვა
desktop
mobile catfish