სამი პრეზიდენტის ფორმატმა საზოგადოებას გზავნილი უნდა გაუგზავნოს, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ გავერთიანდით – გიორგი მარგველაშვილი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ფაქტორების მიუხედავად, სამი პრეზიდენტი ქვეყნის მთავარი გამოწვევებისა და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანდება. 

“ვთანხმდებით რა ორივენი, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშეა საქართველო, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტების და მთავარსარდლების გაერთიანება ამ თვალსაზრისით და ტემპერატურის დაწევა შიდა დაპირისპირებისა, რომელიც ქალბატონი სალომეს მიერაა ინიცირებული, არის უაღრესად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერი.

ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, გამოვხატეთ მზაობა და მოწონება იმისა, რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ტრადიციის შექმნაზე, ბუნებრივი იქნებოდა, რომ ჩვენ ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი და ამ ფორმატმა, ყველა განსხვავებულობის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რა დამოკიდებულებები გვაქვს ერთმანეთის  მიმართ, ქართულ საზოგადოებას გაუგზავნოს გზავნილი, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებოდით და დღესაც გავერთიანდებით, მიუხედავად იმისა, რომ შევინარჩუნებთ განსხვავებულობებს,”- განაცხადა მარგველაშვილმა. 

44 ნახვა
desktop
mobile catfish