საქართველოში თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი – რომელ ქალაქებში მოთოვს დღეს

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 3 იანვარს და მომდევნო 2 დღის განმავლობაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი, რომელიც დროდადრო გაძლიერდება და 20-25მ/წმ-ს მიაღწევს. ტემპერატურა ღამით -6 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი +10 გრადუსამდე დათბება. ტემპერატურის შედარებით მატება და უნალექო ამინდია მოსალოდნელი 6 იანვარს. რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან რაიონებს, აქ დღეს თოვასთან ერთად ქარბუქიცაა მოსალოდნელი და ღამით ტემპერატურა -10 -12 გრადუსამდე დაეცემა.

დასავლეთ საქართველოშიც ზოგიერთ რაიონში თოვლჭყაპი, ზოგან კი წვიმაა მოსალოდნელი, მათ შორის ძლიერიც. ტემპერატურა -1 დან +12 გრადუსამდე იქნება. იქროლებს დასავლეთის ქარი 17-22მ/წმ სიჩქარით.  შედარებით გამოიდარებს 6 იანვარს და ტემპერატურა 0 +17 გრადუსი იქნება.რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს, აქ თოვლია მოსალოდნელი, მათ შორის ზოგიერთ ადგილზე ძლიერიც.

ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი ქარია მოსალოდნელი დედაქალაქში. თბილისში 3-4 იანვარი უნალექოდ ჩაივლის, წვიმაა მოსალოდნელი 5 იანვრის ღამეს. მცირე ყინვები იქნება 4 და 6 იანვრის ღამით. ტემპერატურა ამ დღეებში -1 დან +11 გრადუსამდე შუალედში იქნება.

meteo.gov.ge-ის თანახმად დღეს თოვლია მოსალოდნელი აბასთუმანში, ახალციხეში, ბახმაროში, გორში, ცხინვალში, ბორჯომში, მესტიაში, საირმეში, შოვში, ბაკურიანში, ცაგერსა და ჭიათურაში. თოვლთან ერთად ქარბუქსაც ელოდებიან გუდაურში და სტეფანწმინდაში.

155 ნახვა
desktop
mobile catfish