გორის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ახალი წლის ღამეს მკვლელობა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ძმამ საკუთარი ძმა ცივი იარაღით 31 დეკემბრის საღამოს მოკლა.

როგორც ცნობილია, მომხდარის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა) მიმდინარეობს.

128 ნახვა
desktop
mobile catfish