მეზობლები გორში ძმის მიერ ძმის მკვლელობის სავარაუდო მიზეზზე საუბრობენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს. მეზობლების ინფორმაციით, ძმებს შორის უთანხმოება ადრე არასდროს ყოფილა და მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შეკამათება გახდა.

სოფელ ახალსოფელში ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 32 წლის გიორგი კუთარაშვილი დაიღუპა. შემთხვევა 1-ელ იანვარს მოხდა, 1990 წელს დაბადებული მამაკაცი კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებით შეიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

172 ნახვა
desktop
mobile catfish