გიორგი ვოლსკის კორონავირუსი დაუდასტურდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერს კორონავირუსი დაუდგინდა, – ამის შესახებ მან „იმედინიუსთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც გიორგი ვოლსკი ამბობს, მისი მდგომარეობა მსუბუქია და არცერთი სიმპტომი არ უვლინდება.

„აბსოლუტურად არანაირი სიმპტომი არ მაქვს. 31 დეკემბერს ჩემს შვილს სიცხემ აუწია და გადავწყვიტეთ, გავტესტილიყავით, რის შემდეგაც დამიდასტურდა ვირუსი“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი AstraZeneca-ს ვაქცინითაა აცრილი.

43 ნახვა
desktop
mobile catfish