პანდემიის გამო, 7 იანვარს “ალილო” კვლავ განსხვავებული სახით ჩატარდება

პანდემიის გამო, „ალილო“ კვლავ განსხვავებული სახით ჩატარდება. ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მანქანებით მსვლელობა 7 იანვარს, 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება.

როგორც “პალიტრანიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს, მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით დასრულდება.

„წლებია 7 იანვარს, ქრისტესშობას, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ ეწყობა. „ალილოს“ სადღესასწაულო ელფერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა.

მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. ეს დღესასწაული წელსაც საზეიმოდ ჩატარდება, თუმცა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით. სამღვდელოება მოსახლეობას მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

მსვლელობა მანქანებით დაიწყება 7 იანვარს, 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში, 16:00 საათზე ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით.

ვიმედოვნებთ, ახალ 2022 წელს, შობის დღესასწაულს კვლავ ერთად აღვნიშნავთ და ამ საყოველთაო სიხარულს მივუტანთ იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

47 ნახვა
desktop
mobile catfish