თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული, თორნიკე სხვიტარიძის პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაურია.
აღნიშნულის მიზეზი სხდომათა დარბაზის მოცულობა გახდა, ვინაიდან სხდომაზე მსურველები ვერ შედიან, ისინი ითხოვენ სხდომის დარბაზის შეცვლას და დარბაზში მყოფი პოლიციელების გაყვანას.
თორნიკე სხვიტარიძე არის პოლიციელზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, საბა სხვიტარიძის ძმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თორნიკე სხვიტარიძესაც მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლით.
ჯერჯერობით უცნობია, მოითხოვს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობის შეფარდებას, ვინაიდან ამავე საქმის ფარგლებში მირანდა ბაღათურიასთვის და ანა ყურაშვილისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/837195-tornike-sxvitarizis-sasamartlo-procesze-romelsac-policiel-mirian-kavtarazistvis-sheuracxqopis-miqenebas-edavebian-xmauria