“ბუსტერი” “ომიკრონთან” ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაციაა – ამირან გამყრელიძე

დღეს „ბუსტერი“ და „ბუსტერიზაცია“ გახლავთ „ომიკრონთან“ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაცია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, კორონავირუსმა კიდევ განიცადოს მუტაცია, რაც რამდენიმე დღის წინ, ვირუსის ახალი ვარიანტის გაჩენამაც დაადასტურა.

„დღეს „ბუსტერი“ და ბუსტერიზაცია“ გახლავთ „ომიკრონთან“ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაცია, რამეთუ ბუსტერიზირებულ, განსაკუთრებით, „ფაიზერით“ ბუსტერიზირებული მოსახლეობა უფრო მყარად დაცულია „ომიკრონთან“ მიმართებით, მაგრამ მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. შესაძლებელია, ამ ვირუსმა კიდევ მრავალი მუტაცია განიცადოს. ამის დადასტურება გახლავთ ის, რომ გაჩნდა ახალი მუტაცია, რომელიც ისევ კამერუნის შემთხვევებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ახალი შტამის შესახებ, რომელიც საფრანგეთში დადასტურდა, ცნობილია ის, რომ ვინც დაინფიცირდნენ, სწრაფად გამოჯანმრთელდნენ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, ჩაიტარონ ვაქცინაცია და სრულად დაიცვან რეკომენდაციები.

„37% გვაქვს პირბადის ტარების მაჩვენებელი, რაც ძალიან დაბალია. სასურველია, რომ 95%-ზე ავიდეთ. ხშირად ვიმეორებ, რომ თუ ჩვენ ავალთ 95%-ზე, აპრილამდე 2 ათასი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, „ომიკრონის“ შტამი პანდემიის დასრულების დასაწყისი იყოს.

„არ არის გამორიცხული, რომ „ომიკრონი“ პანდემიის დასრულების დასაწყისი იყოს. შედარებით დასუსტებულმა ვირუსმა, სადაც მისი აგრესიულობა მცირდება, სწრაფად გამოიწვიოს პოპულაციური იმუნიტეტი და ამით ხელი შუწყოს მასობრივად პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას აცრებთან ერთად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

58 ნახვა
desktop
mobile catfish