პატარა სოსის საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

პატარა სოსი ამჟამად თურქეთის კლინიკაში იმყოფება და მას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ანრი ტლაშაძე ავრცელებს. 

„მოგესალმებით ყველას! ძალიან მიჭირს ამის დაწერა მაგრამ სხვა გზა აღარ გვაქვს. 3 თვე ვიმკურნალეთ საქართველოში, სხვადასხვა კლინიკებში ბოლოს სადღაც 2 თვემდე ვიწექით იაშვილის კლინიკაში, მაგრამ ვერ მოხერხდა საქართველოში ზუსტი დიაგნოზის დასმა. მიუხედავად ამდენხნიანი მკურნალობისა გვეგონა რომ შედეგი იქნებოდა, მაგრამ არანაირი შედეგი არ ჰქონია. ამჟამად ვიმყოფებით თურქეთში სამკურნალოდ კლინიკა აჩინბადენში ჩემ პატარა შვილს აქვს მრავლობითი აცესები ტვინზე და ესაჭიროება ძვირად ღირებული ოპერაციები, ახლა უტარდება ოპერაცია იმ აცეცსზე, რომელიც ახლოს არის ტვინთან და საზიანოა სიცოცხლისთვის. ასეთი რამდენიმეა. გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე რამდენიმეს ერთად ამოღება ერთ ოპერაციაზე შეუძლებელია. ჯერ ამ ერთიდან უნდა მოახდინონ პათოლოგიის დადგენა და ზუსტი დიაგნოზის დასმა. ჯერ არ ვიცით რას უნდა ველოდოთ. ამ ერთი ოპერაციის თანხა არის 28000 დოლარი,  მაგრამ კეთილი ხალხის თანადგომით საქართველოდან ფასდაკლებით გვიკეთებენ 25000 დოლარად. მადლობა ყველას განსაკუთრებით ერთ ქალბატონს, რომელიც სულ ჩვენს გვერდით არის, შემდეგ არ ვიცით რა იქნება თანხაც მეტი აღარ გვაქვს. რაც შევძელით ეს არის. თანხის გარეშე კიდე ბავშვს არაფერს გაუკეთებენ იმის რესურსი არ გვაქვს, რომ სასწრაფოდ დაჭირდეს ბავშვს რამე და თანხა ჩავურიცხოთ სამწუხაროდ. ვისაც შეგიძლიათ გთხოვთ გააზიაროთ და დაგვეხმაროთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც აქამდე გვეხმარებოდით. ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ ვართ ასეთ მძიმე სიტუაციაში. იმედია ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.

GE67BG0000000528190988

საქართველოს ბანკი

მიმღები ანრი ტლაშაძე

GE98TB7470636010600005

თიბისი ბანკი.

მეგონა ჩემი რესურსით შევძლებდი ამ ყველაფერს და არ მომიწევდა ამის გაკეთება და ხალხის შეწუხება, სადაც ამდენი ხანი საქართველოში შევძელით აქაც შევძლებდი ისევ თქვენი თანადგომით, მაგრამ აქ სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდით“, – წერს ანრი ტლაშაძე. 

67 ნახვა
desktop
mobile catfish