მთავრობამ 7 და 8 იანვარს ღამის კლუბებში ღონისძიებების ჩატარება დაუშვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 7 და 8 იანვარს ღამის კლუბებში ღონისძიებების ჩატარება ნებადართული იქნება. მთავრობის დადგენილება 6 იანვრით არის დათარიღებული.

“2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე […] შეზღუდვა არ გავრცელდეს ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე”, – წერია დადგენილებაში.

ამ ახალი დადგენილებით, დროებითი ცვლილება შევიდა სამ მუხლში, რომელიც ღონისძიებების გამართვის, თავშეყრისა და ეკონომიკური საქმიანობის წესებს არეგულირებს კორონავირუსის პირობებში.

54 ნახვა
desktop
mobile catfish