როგორი ამინდი იქნება საქართველოში 11 იანვრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 11 იანვრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსის ფარგლებში იქნება, 9 იანვარს კი ზოგან აღმოსავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი იქროლებს.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 6-დან 8 იანვრის ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 9 იანვარს მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში კი მოთოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოში ქარბუქსა და ნისლსაც ვარაუდობენ. მათივე პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება, 9 იანვარს ტემპერატურა +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს, 10 იანვრიდან კი გამოიდარებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 9 იანვრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 6-8 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ 9 იანვარს მოიღრუბლება, შედარებებით აცივდება და შესაძლებელია, იწვიმოს, 10 იანვრიდან კი დედაქალაქშიც გამოიდარებს. 

60 ნახვა
desktop
mobile catfish