გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებში – თამარ გაბუნიას განმარტება

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. 11 იანვარს ქვეყანაში ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თამარ გაბუნია განმარტავს იგეგმება თუ არა კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე სასწავლო პროცესის განახლების ვადების გადახედვა.

„ჯერჯერობით დაავადებათა კონტროლის ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ იძლევა. ანუ, ყველაფერი განხორციელდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება“, – განმარტა გაბუნიამ.

საჯარო სკოლებში სწავლა 17 იანვარს უნდა განახლდეს.

80 ნახვა
desktop
mobile catfish