ცესკო-ს თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსში 4 კანდიდატი დარეგისტრირდა

ცესკო-ს თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსში ოთხი კანდიდატი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფრომაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცესკოს თავმჯდომარეობის კონკურსში მონაწილეობს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. მის გარდა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან:

  • თამაზ ფოლადაშვილი – ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
  • თენგიზ თევზაძე – სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი
  • გიორგი შაიშმელაშვილი – საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის  ერთ-ერთი დამფუძნებელი.

გარდა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებისა, ასევე გამოქვეყნდა წევრობის კანდიდატთა სია. შესარჩევი ღია კონკურსში მონაწილეობენ:

  • ქრისტინე ქაჯაია
  • ლევან ისაკაძე
  • ციალა შავაძე
  • რუსუდან მუმლაძე-ავალიანი
  • მამუკა ხოლეგაშვილი
  • მაია ზარიძე
  • გია ცაცაშვილი

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ორი წევრი 2021 წლის აგვისტოში  19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მიღებული ახალი კანონით 6 თვით აირჩია. მათ უფლებამოსილების ვადა თებერვლის დასაწყისში ეწურებათ.

თუმცა, სანამ ახალი კონკურსი გამოცხადდებოდა, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ახალ წესში 2021 წლის დეკემბერში ისევ ცვლილებები შევიდა. რითაც  ცესკოს წევრების ასარჩევი პროცედურის ვადა და კენჭისყრების რაოდენობა შემცირდა.

55 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish