ფოტო დიდი დიღმიდან – ძლიერი ქარის გამო მანქანას სამშენებლო მასალა დაეცა

დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ფეისბუქჯგუფ “დიდ დიღომში” მომხმარებლები ფოტოს აზიარებენ, რომელიც ფარნავაზ მეფის ქუჩაზეა გადაღებული – გაჩერებულ ავტომობილს სამშენებლო მასალა დაეცა და საქარე მინა დაუზიანა. შემთხვევის დროს ავტომობილში არავინ იმყოფებოდა.

დიდი დიღმის მაცხოვრებლები ასევე წერენ აივანზე არსებული ავეჯის დაზიანების შესახებაც.

128 ნახვა
desktop
mobile catfish