პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ ჯარიმები მსოფლიოსთვის გზავნილია: „ქართული კოშმარი“ დიპლომატებს აშინებს, მოქალაქეებს აჩუმებს და ევროპულ პრინციპებზე უარს ამბობს
18 წუთის წინ

სალომე ზურაბიშვილი - ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ ჯარიმები მსოფლიოსთვის გზავნილია: „ქართული კოშმარი“ დიპლომატებს აშინებს, მოქალაქეებს აჩუმებს და ევროპულ პრინციპებზე უარს ამბობს

ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ ჯარიმები მსოფლიოსთვის გზავნილია: „ქართული კოშმარი“ დიპლომატებს აშინებს, მოქალაქეებს აჩუმებს და ევროპულ პრინციპებზე უარს ამბობს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს.

„ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ ჯარიმები მსოფლიოსთვის გზავნილია: „ქართული კოშმარი“ დიპლომატებს აშინებს, მოქალაქეებს აჩუმებს და ევროპულ პრინციპებზე უარს ამბობს. მოქალაქეების ხმა ჩახშობილია, დემოკრატიული ნორმები უგულებელყოფილია და თავისუფლება საფრთხის ქვეშ არის. ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე „გზის გადაკეტვისთვის" 5000 ლარით დააჯარიმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები