ლავროვი: „3+3“ ფორმატი საქართველოს არ ავალდებულებს პოზიციების შეცვლას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, „3+3“ ფორმატში საქართველოს ჩართვა მას არ ავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების შეცვლას.

ამის შესახებ დიპლომატმა 2021 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა.

„შეიძლება, შევთანხმდეთ, რომ ამ ფორმატში განვიხილავთ მხოლოდ ისეთ თემებს, რომლებიც ყველა მონაწილეს აინტერესებს. მოსკოვს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა თბილისთან, ამიტომ, ნაკლებია შესაძლებლობა, ავხსნათ ამ ფორმის უპირატესობები. ჩვენ მივმართეთ ჩვენს თურქ მეგობრებს, აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ მაინც აუხსნან ჩვენს ქართველ მეზობლებს ამ ფორმატში გაწევრიანების სარგებელი მათთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ასეთი გაწევრიანება პოლიტკური პოზიციების კუთხით მათ არაფერს ავალდებულებს“, – ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, “3+3” ფორმატში წინაპირობების გარეშე გაწევრიანება საქართველოს ინტერესებშია.

143 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish