თამარ გაბუნია – იმატებს იმის შანსი, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის, მოსწავლეებშიც მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება – გამოსავალი არის მასწავლებლების და სხვა პერსონალის ვაქცინაცია

იმატებს იმის შანსი, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის, მოსწავლეებშიც მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება – გამოსავალი არის მასწავლებლების და სხვა პერსონალის ვაქცინაცია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის პირობებში სკოლა არის ის გარემო, რომელსაც ყველაზე გვიან უნდა შეეხოს შეზღუდვები.

„სკოლებმა რამდენიმე ეტაპი გაიარეს კოვიდ-პანდემიის პროცესში, მზარდი ტალღის პირობებში. სკოლების შიდა მზაობა არის საკმაოდ მაღალი იმისთვის, რომ მათ ადგილზე უზრუნველყონ რეაგირება. რა თქმა უნდა, იმატებს შანსი იმის, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის, მოსწავლეებშიც მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება. აქ გამოსავალი ისევ არის ბუნებრივია, მასწავლებლების და სხვა პერსონალის ვაქცინაცია. სკოლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მაღალი, მაგრამ მეტია საჭირო, რომ თითქმის 100 პროცენტამდე მივიდეს ეს მაჩვენებელი, სადაც შესაძლებელია, უკეთესი დაცვისთვის ისევ და ისევ ბუსტერ დოზა, წესების ზედმიწევნით, ზუსტად დაცვა და რა მთავარია, თუ ადამიანს აქვს სიმპტომი, ის არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაესწროს საკლასო გარემოში სწავლების პროცესს და დარჩეს სახლში. ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო გაააქტიურებს საკომუნიკაციო კამპანიას, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ სკოლებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ აქტივობის შესაძლებლობა. ნებისმიერი პანდემიის პირობებში, სკოლა არის ის გარემო, რომელსაც ყველაზე გვიან უნდა შეეხოს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, თუმცა, მკაცრი რეგულირების პირობებში,“-განაცხადა გაბუნიამ.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

TV Trialeti

TV Trialeti

%d bloggers like this: