მარიამ ქვრივიშვილი: ბაკურიანს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ გაახანგრძლივოს სეზონი

ბაკურიანს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ წლების განმავლობაში გაახანგრძლივოს სეზონი და უფრო ეფექტურად მოახდინოს კურორტზე სამზადისი უშუალოდ ზამთრის სეზონისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„უკიდურესად საამაყოა, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. განსაკუთრებით გამოსაკვეთია ის, რომ ბაკურიანი იქნება მასპინძელი, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტი. ჩვენ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში გვექნება სატესტო შეჯიბრებების მასპინძლობა, რის ფარგლებშიც ჩამოვლენ მსოფლიო დონის მოთხილამურეები. უკვე მოვამზადეთ არაერთი ინფრასტრუქტურა, რომ საქართველო ღირსეულად დახვდეს თუნდაც სატესტო შეჯიბრებებს. სამი ახალი საბაგირო აშენდა, გაკეთდა ახალი სათხილამურო ტრასები. მოგახსენებთ, რომ უკვე კულმინაციურ 2023 წლისთვის, როდესაც საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, ჩვენ მზად გვექნება ხელოვნური ტბები და რეზერვუარები, რომელიც იქნება წლის წყარო იმისთვის, რომ პარალელურ რეჟიმში შეიქმნას და აშენდეს ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, რაც პირველ რიგში ბაკურიანს მისცემს ისტორიული ღირებულების მქონე ინფრასტრუქტურას, რომელიც კურორტს წლების განმავლობაში დარჩება. ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად არცერთ კურორტზე გაკეთებულა. ეს რა თქმა უნდა ერთის მხრივ იქნება მსოფლიო სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურა და მეორეს მხრივ, არსებული ინვესტირებით ბაკურიანს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ წლების განმავლობაში გაახანგრძლივოს სეზონი და უფრო ეფექტურად მოახდინოს კურორტზე სამზადისი უშუალოდ ზამთრის სეზონისთვის“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

76 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish