თანამშრომლები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ათეული წლები უანგაროდ ემსახურებოდა მუნიციპალიტეტის ბავშვების და ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებას.
დღეს, ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი და აიპის ხელმძღვანელი ნინო მეზვრიშვილი უმიზეზოდ აუქმებენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს, რაც აზიანებს არა მარტო მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლებს, არამედ მთელი მუნიციპალიტეტის ბავშვებს.
მეგობრებო, მოგმართავთ თხოვნით, ვისაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან გქონიათ შეხება, როგორც მოსწავლეს, მშობელს, ღონისძიების მონაწილეს ან უბრალოდ, გული შეგტკივათ მომავალი თაობის ბედზე, ვისაც არ გეშინიათ ზაზა გულიაშვილის და სამსახურზე მაღლა საკუთარ აზრს და ღირსებას აყენებთ, გამოგვეხმაურეთ, იქნებ თქვენი თანადგომით, ერთიანად, გადავაფიქრებინოთ ეს ბოროტება.,, ნათქვამია მოსწავლე-ახალგაზრდობის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქარელის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი უქმდება?!

420 ნახვა