გორში სოციალური აგენტები გაიფიცნენ

სოციალური აგენტების გაფიცვას თანამშრომლების ნაწილი გორიდანაც უერთდება – სოციალური მომსახურების  სააგენტოს შიდა ქართლის სამხარეო ცენტრის უფროსის, თეა თედელურის განცხადებით, გაფიცული თანამშრომლების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ასეთი რამდენიმეა.

,,კონკრეტულად რამდენი თანამშრომელი გაიფიცა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ რამდენიმეა შიდა ქართლში. მაგრამ ისე, რომ შტატიანი თანამშრომლები გაიფიცნონ და სააგენტო გაჩერდეს , ასეთი რამ ჩვენთან არ ხდება. შესაძლებელია იყოს ასეთი რომელიმე განყოფილება, მაგრამ ესეც არ არის ჩემთვის ცნობილი. ” – განაცხადა ,,თრიალეთთან” საუბარში თეა თედელურმა.

შეგახსენებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს. 17 იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 390 ადამიანი გაიფიცება. პროტესტი კი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება. სოციალური აგენტები ხელფასების 100%-ით მატებას ითხოვენ.  სოლიდარობის ქსელის იურისტის, დავით თომსარაშვილის განცხადებით,სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასი 200 ლარს შეადგენს.

143 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish