ამ დროისთვის საქართველოში „ომიკრონის“ 1185 შემთხვევაა დადასტურებული

15 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1185 შემთხვევა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „ომიკრონის“ 89 შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 990 183 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 925 137, გარდაიცვალა 14 425 პაციენტი.

147 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish