ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარი და დაბალი ხილვადობა) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდისსაავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

55 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish