როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

უახლოეს დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ამჟამად, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, ნალექი, ძირითადად, თოვლის სახითაა. ცივი ჰაერის მასების გავრცელება განსაკუთრებით მოსალოდნელია 17-18 იანვრის ღამის საათებში, რაც, მთელ საქართველოში, ღამით, ყინვების გაძლიერებას გამოიწვევს. ყინვები შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ჰაერის მასების გავრცელებით იქნება გამოწვეული“, – აცხადებს დოდო გვაზავა.

32 ნახვა
desktop
mobile catfish