მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, გორის ქუჩები ინტენსიურად იწმინდებოდა, ცენტრალურ გზაზე კი ტექნიკური მარილი დაყარეს

გორში თოვა 15 იანვრის საღამოს დაიწყო და თითქმის მთელი ღამე გაგრძელდა.

მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდა ყველა მუნიციპალური სამსახური. ცენტრალურ გზებზე იყრებოდა ტექნიკური მარილი, პარალელურად, ქალაქის ქუჩები თოვლის საფარისგან ტექნიკით იწმინდებოდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

31 ნახვა
desktop
mobile catfish