მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს დაუსუბსიდირებს

მიზნობრივ ჯგუფებს ელექტროენერგიის გადასახადი დაუსუბსიდირდებათ-ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება . ელექტროენერგიის სუბსიდიით მოსახლეობის ის ფენა ისარგებლებს, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია.”მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ელექტროენერგიის სუბსიდირება გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, მიზნობრივ ჯგუფებს დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

106 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish