სკოლებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა

საქართველოს მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, ამისათვის საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია.

უწყებაში აღნიშნავენ, მშობლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე  პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73 პროცენტია ვაქცინირებული.

მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება. დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

95 ნახვა
desktop
mobile catfish