გორის მუნიციპალიტეტში 3 საბავშვო ბაღში მუშაობა შეწყვეტილია

გორის მუნიციპალიტეტში, 3 საბავშვო ბაღი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის გამო დაიხურა- ამის შესახებ ,,თრიალეთს” სკოლამდლი აღზრდის სააგენტოს მთავარმა იურისტმა, ნუგზარ კოჭლაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს გორის მე-6 საბავშვო ბაღი, ასევე სოფელ რეხასა და ბერბუკის დევნილთა დასახლებაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები.

,,ამ ეტაპზე 63 სკოლამდლი აღზრდის დაწესებულებიდან კოვიდის გამო არ ფუნქციონირებს 3 დაწესებულება. 2 გორის რაიონში და 1 ქალაქ გორში. დანარჩენი დაწესებულებები სრულყოფილად, ჩვეულებრივად აგრძელებენ ფუნქციონირებას.” – განაცხადა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს იურისტმა.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის არდადეგების დასრულების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 10 იანვარს განახლდა. ეპიდსიტუაციის გამო კი 3 მათგანი უკვე დაიხურა.

45 ნახვა
desktop
mobile catfish