სოციალური აგენტის ხელფასი 400 ლარი გახდება-სოციალური მომსახურების სააგენტომ ახალი ბრძანება დაამტკიცა

სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების გაზრდილი ხელფასების შესახებ ახალი ბრძანება დაამტკიცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება. კერძოდ, მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ. აღნიშნულის შესახებ დოკუმენტი გასაცნობათ თანამშრომლებს უკვე დაეგზავნათ. გარზდილი თანამდებობრივი სარგო სოციალური მომსახურების სააგენტოში დაასაქმებულ სულ 998 პირს შეეხება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების მომატებული შრომის ანაზღაურების შესახებ ბრძანება ძალაში 2022 წლის 20 იანვრიდან შევა, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მომატებულ ხელფასებს 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან მიიღებენ.

69 ნახვა
desktop
mobile catfish