ფონიჭალაში პოლიციელს სცემეს, დაკავებულია 3 ადამიანი

ფონიჭალაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი პოლიციელსა და მოქალაქეებს შორის მაღაზიის რიგში დაიწყო. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და სამოქალაქო ფორმაში იყო.​

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით, სამი პირი დააკავეს.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

81 ნახვა
desktop
mobile catfish