ერთ წელიწადში, სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა საქართველოს ყველა რეგიონში გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში გასული წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველის სტატუსი 58 452 ადამიანს ჰქონდა, 2020 წლის დეკემბერში – 48 546 პირს. ზრდა 20,4%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, ერთ წელიწადში ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 643 167 ადამიანი იღებდა, ეს კი 118 569-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 524 598 ადამიანი იყო.