დღეს გიორგობაა
დღეს გიორგობაა

დღეს გიორგობაა

1 საათის წინ

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა - „ვარდების რევოლუციის“ დროს სიკეთემ და სინათლემ გაიმარჯვა წარსულზე, სიბნელეზე, მაგრამ ეს ბრძოლა და ჯვარი ბოლომდე გვაქვს მისატანი - დარწმუნებული ვარ, ერთიანობით კიდევ ერთხელ შევძლებთ, დავამტკიცოთ, რომ სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე
12 წუთის წინ

თინა ბოკუჩავა - „ვარდების რევოლუციის“ დროს სიკეთემ და სინათლემ გაიმარჯვა წარსულზე, სიბნელეზე, მაგრამ ეს ბრძოლა და ჯვარი ბოლომდე გვაქვს მისატანი - დარწმუნებული ვარ, ერთიანობით კიდევ ერთხელ შევძლებთ, დავამტკიცოთ, რომ სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე

„ვარდების რევოლუციის“ დროს სიკეთემ, წარმატებამ, სინათლემ, მომავალმა გაიმარჯვა წარსულზე, სიდუხჭირეზე, უპერსპექტივობაზე, კორუფციაზე, სიბნელეზე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ „ვარდების რევოლუციის“ 22 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ეს ბრძოლა ბოლომდე აქვს მისაყვანი.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მივულოცო გიორგობის დღესასწაული, რომელიც ძალიან ძვირფასია ყველა ქრისტიანისთვის და განსაკუთრებით, ჩვენთვის, ქართველებისთვის იმიტომ, რომ საქართველოს მფარველი წმინდანია და ის არის ქრისტიანულ სამყაროში სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო. „ვარდების რევოლუციაც“ იყო სწორედ ეს, როდესაც სიკეთემ, წარმატებამ, სინათლემ, მომავალმა გაიმარჯვა წარსულზე, სიდუხჭირეზე, უპერსპექტივობაზე, კორუფციაზე, სიბნელეზე, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ეს ბრძოლა და ჯვარი ბოლომდე გვაქვს მისატანი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ჩვენი იმგვარი ერთიანობით, როგორიც ქართველმა ერმა გიორგობის დღესასწაულზე 2003 წელს აჩვენა, კიდევ ერთხელ შევძლებთ, რომ დავამტკიცოთ კაცობრიობის და ქრისტიანობის ლოგიკა, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები