ჩინეთში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო

ჩინეთში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო. გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსის 55 შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 29 ადგილობრივი ინფექციაა. დანარჩენი კი იმპორტირებულია.

ჩინეთში კორონავირუსის 1 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

78 ნახვა
desktop
mobile catfish