ილია მეორე – მრავალი განსაცდელი არის ადამიანის წინაშე, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყოველ ადამიანს ამ განსაცდელისგან

მრავალი განსაცდელი არის ადამიანის წინაშე, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყოველ ადამიანს ამ განსაცდელისგან, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ნათლისღება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ნათლისღება ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში. იკურთხება წყალი, ნაკურთხი წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში. ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა, წმინდა სამების დღესასწაულია, ხმა უფლისა, მადლი უფლისგან უნდა მოვიდეს, ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრისგან. მრავალი განსაცდელი არის ადამიანის წინაშე, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყოველ ადამიანს ამ განსაცდელისგან. ჩვენ მოხარული ვართ, რომ წირვას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი,“-განაცხადა პატრიარქმა და მას სთხოვა, მორწმუნე ხალხს ნათლისღების დღესასწაული მიულოცოს.

52 ნახვა
desktop
mobile catfish