ქარელის მერი: “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ჩვენს ა(ა)იპშია დასაქმებული

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის განცხადებები, პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა განთავისუფლების შესახებ უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება. ამის მაგალითად მან “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის, ნიკოლოზ ახალკაცის და მისი ოჯახის წევრების სამსახური დაასახელა და განაცხადა, რომ თვად ახალკაცი ამჟამადაც ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპში მუშაობს.

“თვითონ ბატონი ნიკოლოზი არის ჩვენი ა(ა)იპ-ის თანამშრომელი, კონკრეტულად კი ჭიდაობის მწვრთნელი. ასევე, მისი და ამჟამად, სკოლის მასწავლებელია. მანამდე ის, 8 წლის განმავლობაში, ჩემი წინა მერობის პერიოდში, სოფელ ტახტიძირის სკოლის დირექტორი იყო. ბატონი ნიკოლოზის მეუღლე სოფელ დვანის საბავშვო ბაღში მუშაობს და არის მნე”, – აღნიშნა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა გადაცემაში “საზოგადოების პოზიიცია”.

72 ნახვა
desktop
mobile catfish