მსოფლიოში პირველი კოსმოსური გასართობი სტუდია 2024 წელს გაიხსნება

2024 წელს მსოფლიოში პირველი კოსმოსური კინო სტუდია ამოქმედდება. მსახიობებსა და რეჟისორებს საშუალება ექნებათ გადაიღონ ფილმები დედამიწის ზემოდან.

კომპანია, რომელიც მხარს უჭერს კოსმოსში ფილმის გადაღებას, გამოაცხადა, რომ ორ წელიწადში მსოფლიოში პირველ კინოსტუდიას ორბიტაზე გაუშვებს.

ბრიტანეთში დაფუძნებული Space Entertainment Enterprise (SEE) ამბობს, რომ კინო და სპორტული არენა ერთ მოდულში იქნება.

ის არა მხოლოდ საშუალებას მისცემს კინოპროდიუსერებს გადაიღონ ფილმები დედამიწის ორბიტაზე, არამედ SEE პროგნოზირებს, რომ ის ასევე უმასპინძლებს სპორტულ ღონისძიებებს.

მოდული – SEE-1 – იქნება ISS-ის ახალი კომერციული განყოფილების, Axiom Station-ის ნაწილი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია მშენებლობაზე და საბოლოოდ 2028 წელს დასრულებული სახით გამოვა.

“SEE-1 არის წარმოუდგენელი შესაძლებლობა კაცობრიობისთვის, გადავიდეს სხვა სფეროში და დაიწყოს საინტერესო ახალი ცხოვრება კოსმოსში”, – აცხადებენ SEE-ს დამფუძნებლები დიმიტრი და ელენა ლესნევსკიები.

”ის მისცემს საზოგადოებას უნიკალურ შესაძლებლობას,მათ ექნებათ გართობის საშუალებაც ამ ინოვაციური ინფრასტრუქტურით დატვირთულ ადგილას, რომელიც გამოავლენს კრეატიულობას. „

„ამ უახლესი, რევოლუციური ობიექტის აშენებით, SEE-1 უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის კოსმოსურ სტრუქტურას, რაც საშუალებას მისცემს გასართობი ინდუსტრიის გაფართოებას დედამიწის გარეთ”

SEE ასევე არის პროდიუსერული კომპანია, რომელიც დგას კრუზის მომავალი მცდელობის უკან კოსმოსში ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით, ჰოლივუდის მსახიობი აპირებს ISS-ში წასვლას ამ წლის ბოლოს.

ტომს  მიენიჭა პატივი, რომ ყოფილიყო პირველი მსახიობი, რომელმაც რუსების გუნდის დახმარებით კოსმოსში ფილმი გადაიღო.

მათი ფილმი ქირურგის შესახებ არის , რომელიც ოპერაციას უტარებს კოსმონავტს, რომელიც კოსმოსურ სადგურზე 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ეს ფილმი 2022 წელს გამოვა.

37 ნახვა
desktop
mobile catfish