სააგენტო: ძაღლს, რომელსაც არ ექნება საყელური, გადავიყვანთ თავშესაფარში

ხაშურში, ქარელში, გორში და კასპის მუნიციპალიტეტში როგორც მიუსაფარი, ისე პატრონიანი ძაღლების სიმრავლე შეინიშნება. მოგმართავთ თხოვნით ძაღლი, რომელიც თქვენ გეკუთვნით გთხოვთ იყოლიოთ თქვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ცხოველის მერ ადამიანის დაკბენის ფაქტები. ძაღლს, რომელსაც არ ეკეთება საყელური და ქუჩაში იქნება, მოხდება მისი გადაყვანა შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში. სტერილიზაცია-კასტრაციის შემდეგ კი ძაღლი კვლავ დაბრუნდება ბინადრობის ადგილს”, – ნათქვამია განცხადებაში. 

39 ნახვა
desktop
mobile catfish