ბაჩო ახალაია საპატიმროს ტოვებს

1-ელ მარტს, 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საპატიმროს დატოვებს.

ბაჩო ახალაიას ანგარიშზე არაერთი გამამტყუნებელი განაჩენია, მათ შორის პატიმრების წამება, ასევე ფიგურირებს სანდრო გირგვლიანის რეზონანსულ საქმეში. უკვე დაანონსა, რომ ციხის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას არ აპირებს.

„ცნობილია ბაჩო ახალიას პოზიცია, რომ ის არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას“, – განაცხადა „ქრონიკასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.

86 ნახვა
desktop
mobile catfish