რომელ დღეებში დაისვენებენ მოსწავლეები მეორე სემესტრში

სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 17 იანვრიდან დაიწყო. სასწავლო პროცესის დასრულებამდე კი რამდენიმე ოფიციალური უქმე დღეა, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ:3 მარტი – დედის დღე8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაგაზაფხულო არდადეგები კი 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი). აღდგომა 24 აპრილსაა, შესაბამისად, მოსწავლეები 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

275 ნახვა
desktop
mobile catfish