24 იანვრის ამინდის პროგნოზი

24 იანვარს ქუთაისში წვიმა და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, მოთოვს, ღამით კი 1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. სოხუმში წვიმაა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

მესტიაში წვიმა და -1 გრადუსი, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაიწევს.

+4 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით -4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -10 გრადუსი იქნება.

გორში წვიმა და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. იწვიმებს.

გუდაურში მოთოვს. დღისით -1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი -4 გრადუსამდე გაეცემა, მოსალოდნელია თოვლი. ღამით კი -16 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი.

ნაწილობრივ მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ნაწილობრივ მზიანი იქნება დღე სიღნაღშიც. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.

რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი თბილისში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.

173 ნახვა
desktop
mobile catfish