კოვიდინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი იცვლება – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი იცვლება.

მისი ცნობით, კოვიდინფიცირების შემთხვევათა მატების გამო, კლინიკები გადატვირთულია. როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ის უნდა დარჩეს ბინაზე.

“პროტოკოლი შეიცვალა, მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანმხლები სიმპტომები, ძლიერი ხველა, სხვა შემთხვევაში, მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას”, – აცხადებს თამარ გაბუნია.

111 ნახვა
desktop
mobile catfish